ბილ გეიტსი ტეხასში უამინდობის შედეგად ადამიანების დაღუპვაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს

კომპანია “Microsoft”-ის დამფუძნებელი და პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბილ გეიტსი აცხადებს, რომ უამინდობის გამო ტეხასის მოსახლეობაში დაფიქსირებული სიკვდილიანობის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.

აღნიშნულის შესახებ მან ტელეარხ “CNN”-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ზუსტად რომ ვთქვათ ტეხასი უბრალოდ არ იყო მზად ასეთი დაბალი ტემპერატურისთვის. ძირითადად პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივი აირის ელექტროსადგურები არ იყო აღნიშნული ამინდისთვის ადაპტირებული. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო, ეს გარკვეული თანხა დაჯდებოდა, მაგრამ აირჩიეს კომპრომისული ვარიანტი, რომელმაც არ იმუშავა. ტრაგიკულია, რომ ამან ადამიანების სიკვდილი გამოიწვია“,- განაცხადა ბილ გეიტსმა.

ამასთანავე მან ალასკის მაგალითი მოიყვანა სადაც ელექტროსადგურები გამართულად მუშაობენ მიუხედავად კლიმატური პირობებისა, რომელიც ტეხასის ანალოგიური იყო გასულ კვირას.

შეგახსენებთ, რომ ტეხასში დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვების შედეგად 58 ადამიანი გარდაიცვალა. ელექტროენერგიის გარეშე კი 150 ათასი მომხმარებელი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები