COVID-19-ის ბრაზილიური მუტაცია შვედეთში დაფიქსირდა

შვედეთში COVID-19-ის ბრაზილიური შტამით დაინფიცირების ფაქტი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს. მუტაცია სტოკჰოლმის ჩრდილოეთში, ჰავლებორგის რაიონის 4 მოქალაქეს გამოუვლინდა.

სააგენტოს ცნობით, ჰოსპიტალიზაციას არცერთი მათგანი არ საჭიროებს. აღსანიშნავია რომ, მათ შვედეთის საზღვრები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაუტოვებიათ. ვინაიდან ყველა ახალი შტამი მეტად სწრაფად გავრცელებადია, ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები