ჯაკარტაში მუსონური წვიმების გამო ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

ჯაკარტაში, მუსონური წვიმების გამო, 1380 ადამიანი იძულებულია საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც წყლის დონემ 1.8 მეტრს მიაღწია ჯაკარტის სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

„წვიმები შეწყდა, მაგრამ წყლის დონე ზოგიერთ რაიონში მაინც მაღალი რჩება. საბედნიეროდ, ქალაქის ცენტრი არ დატბორილა. როდესაც წყლის დონე დაიწევს ადამიანები შეძლებენ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ“,- განაცხადა ჯაკარტის გუბერნატორმა.

Reuters-ის ცნობით, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება, ამ დროისთვის წვიმა შეწყდა, მაგრამ სინოპტიკოსების ვარაუდით, მომდევნო კვირაში, შესაძლოა, ჯაკარტას კვლავ დაატყდეს ძლიერ წვიმა, რომელსაც შტორმი და ჭექა-ქუხილი მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები