სოზარ სუბარი: მინდა, მადლობა ვუთხრა მაია ცქიტიშვილს, ათი წელია, ეს ადამიანი ყოველდღე დგას სახელმწიფოსა და ქვეყნის სამსახურში
“მინდა, მადლობა ვუთხრა მაია ცქიტიშვილს, ათი წელია, ეს ადამიანი ყოველდღე დგას სახელმწიფოსა და ქვეყნის სამსახურში”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მაია ცქიტიშვილმა მინისტრის რანგში უზარმაზარი სამუშაო გასწია.
„ათი წელია, ეს ადამიანი ყოველდღე დგას სახელმწიფოსა და ქვეყნის სამსახურში. მან, როგორც კანცელარიის ხელმძღვანელმა, შემდეგ კი მინისტრის რანგში უზარმაზარი სამუშაო გასწია, ასევე, მასთან იყო ირაკლი ქარსელაძე, რომელიც კანცელარიაშიც იყო მისი მოადგილე და სამინისტროშიც. ბუნებრივია ის განაგრძობს ამ უზარმაზარ საქმეს. 2,4 მილიარდი ლარი აქვს ამ სამინისტროს 2021 წელს ასათვისებელი” , – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მის ადგილს ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.