მამუკა მდინარაძე: მაია ცქიტიშვილს ბოლო პერიოდის განმავლობაში თანამდებობის დატოვების სურვილი ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, ბარემ, ეს დღეს გაეკეთებინა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაია ცქიტიშვილს ბოლო პერიოდის განმავლობაში თანამდებობის დატოვების სურვილი ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, ეს დღეს გაეკეთებინა და ახალ მინისტრთა კაბინეტში მისი კანდიდატურა აღარ ყოფილიყო განხილული.

„ვინაიდან დადგა დღის წესრიგში პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატის მიერ ახალი შემადგენლობის წარდგენა, ქალბატონმა მაიამ თავად ბრძანა, მან ეს დროში დაამთხვია, რათა სხვა დროს აუხსნელი არ ყოფილიყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში მას ამის სურვილი ჰქონდა, ამიტომ, ბარემ გადაწყვიტა, ეს დღეს გაეკეთებინა და ახალ მინისტრთა კაბინეტში მისი კანდიდატურა აღარ ყოფილიყო განხილული. მან თქვა, რომ გუნდის წევრი და აქტიური მხარდამჭერია. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის გაიზიარებს იმ სულისკვეთებასა და იდეალებს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს – დამოკიდებულება ადამიანისა და სამშობლოს მიმართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა. მაია ცქიტიშვილის ნაცვლად ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იქნება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები