თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
,,თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, ის არის ძალიან წარმატებული მენეჯერი და მე მჯერა, რომ იქნება თავდაცვის წარმატებული მინისტრი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.