ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და მიზეზად “პოზიციათა მზარდ განსხვავებებს” ასახელებს

ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა, – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“, – წერს ადა მარშანია.

ამასთან, ადა მარშანია პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავისთვის მიწერილ წერილსაც აქვეყნებს.

„ბატონო დავით, პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, გადავწყვიტე, დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“, – აღნიშნულია წერილში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები