ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან, დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი

“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერის თანამდებობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თემით, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან, დამტკიცების შემთხვევაში,  მეორედ იქნება ქვეყნის პრემიერი

„მადლობა, მეგობრებო. მინდა, ყველას მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადწყვეტილება და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერის თანამდებობაზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან, დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ ყოვლისა, ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველა მოწოდებული ვარ, სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები. მალე აღვადგენთ წესრიგსა და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გუნდს, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღეს გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა. მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები