სოზარ სუბარი: დანაშაულთან ბრძოლაზე რომ უარი ვთქვათ, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით
“დანაშაულთან ბრძოლაზე რომ უარი ვთქვათ, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პრობლემა არ დგას.
„ჩვენ ვნახეთ ახლახან მომხდარი, შეჭრა კაპიტოლიუმში, რომელსაც შეერთებულ შტატებში უწოდეს შიდა ტერორიზმი და არც პანდემიას, რომელიც შეერთებულ შტატებში მძვინვარებს, არც ეკონომიკურ კრიზისს პროცესი არ გაუჩერებია ისევე, როგორც არ გააჩერა პროცესი უკვე წასული პრეზიდენტისთვის ხელმეორედ იმპიჩმენტის მოწყობის. სამართლებრივი პროცესი მიდის და იგივეა საქართველოც. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პრობლემა არ დგას.
ქვეყანაში პანდემიაა უკვე ერთი წელია. ეკონომიკური კრიზისიც არ ვიცით, როდის დასრულდება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ, რომ დანაშაულთან ბრძოლაზე უარი ვთქვათ, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით“, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა.