იან კელი: მელიას დაპატიმრება გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას და კიდევ უფრო შეაყოვნებს მრავალპარტიული პარლამენტის შესახებ მოლაპარაკებებს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდებას “ტვიტერზე” ეხმაურება.

როგორც იან კელი წერს, მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია.

“მელიას დაპატიმრება და დაკავება გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას და კიდევ უფრო შეაყოვნებს მრავალპარტიული პარლამენტს შესახებ მოლაპარაკებებს, მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს მოლაპარაკებები”, – წერს იან კელი.

20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები