მამუკა მდინარაძე: ამერიკელი პარტნიორების მესიჯი ემთხვევა ევროპელი პარტნიორებისა და კოლეგების მესიჯს, რომ ოპოზიციის რადიკალური ქმედებები დემოკრატიას ძირს უთხრის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ოპოზიციის რადიკალური ქმედებები დემოკრატიას ძირს უთხრის.

,,ამერიკელი პარტნიორების მესიჯი ემთხვევა ევროპელი პარტნიორებისა და კოლეგების მესიჯს, რომლის მიხედვით, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდიოდა და რადიკალურ ქმედებებზე მიდიოდნენ, ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები