მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება, ანტირუსულ თემებზე „ნაციონალების“ ოფისიდან ის ხალხი გელაპარაკოს, რომელთა შორის ყოველი მეორე გამომსვლელი პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან

არ შეიძლება, ანტირუსულ თემებზე „ნაციონალების“ ოფისიდან ის ხალხი გელაპარაკოს, რომელთა შორის ყოველი მეორე გამომსვლელი პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები დალინკული არიან რუსეთთან.

„ნაცმოძრაობა” როგორც იდენტობა მკვლელობის, რეალური რუსული საქმის კეთების და ეროვნული მოძრაობა – ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მოქმედების ამსახველი ფრაზა იყოს თავსებადი. არ შეიძლება, ანტირუსულ თემებზე „ნაციონალების“ ოფისიდან ის ხალხი გელაპარაკოს, რომელთა შორის ყოველი მეორე გამომსვლელი პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან და ,,ნაციონალები” ბრალს დებდნენ სისხლის სამართლის სახით. ეს ადამიანები დალინკული არიან რუსეთთან და ოკუპაციის შემდეგ ზოგიერთი მათგანი პუტინის გვერდითაც კი გვახსოვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები