მამუკა მდინარაძე: პირდაპირ ეთერში ვნახე, რომ გია ვოლსკის ტიტრად ეწერა გიორგი გავრილოვი – “ნაცმოძრაობის” ყველა წარმომადგენელს ავუხსნი რა არის გავრილოვობა

“მთავარი არხის” ანუ “ნაციონალური მოძრაობის” არხის პირდაპირ ეთერში ვნახე, რომ გია ვოლსკის ტიტრად ეწერა გიორგი გავრილოვი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“მთავარი არხის” ანუ “ნაციონალური მოძრაობის” არხის პირდაპირ ეთერში ვნახე, რომ გია ვოლსკის ტიტრად ეწერა გიორგი გავრილოვი. “მთავარი არხის”, “ნაციონალური მოძრაობის” ყველა წარმომადგენელს ავუხსნი რა არის გავრილოვობა, ეს არის როდესაც თქვენი პარტია მხარს უჭერდა აგვისტოს ომის შემდეგ ზუსტად ორ თვეში იმ რეზოლუციას, სადაც სიტყვასიტყვით ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს თითქოს ომი და შემდეგ წლების განმავლობაში ალაგა “ნაცმოძრაობამ” ცრუ ნარატივი, თითქოს “ქართულმა ოცნების” წარმომადგენლების იდეა იყო ომის დაბრალება ან ვინმე ამას აპირებდა. ბევრმა იცის, ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება და ვითომ ამ წერტილში მირტყამდით”, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები