აშშ-ის საელჩო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება ამ საღამოს მიღებული გადაწყვეტილების ფონზე
აშშ-ის საელჩო საქართველოში ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც “ტვიტერზე” საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, მაქსიმალური თავშეკავება აუცილებელია.
„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება ამ საღამოს მიღებული გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა არავის ემსახურება მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრა სურს. ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.