გიგი უგულავა: ჩვენ არ მივიღებთ მათ სამართალს

,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს განაჩენს კანონის უზენაესობასთან საერთო არაფერი აქვს.

,,სანამ სამართალი ერთი ადამიანის ხელშია და სანამ სამართლიანობის განცდა ჩვენს ხელში, ჩვენ არ მივიღებთ მათ სამართალს, არ მივიღებთ მონა მოსამართლის და ივანიშვილის სამართალს, რადგან ამას კანონის უზენაესობასთან საერთო არაფერი არ აქვს. ვიქნებით მშვიდი როგორც არასდროს და მტკიცე როგორც არასდროს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები