მამუკა მდინარაძე: სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ გენეტიკურ კოდში უდევთ ადამიანის დაჭერა და ამ გზით რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა
“მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გენეტიკურ კოდში უდევთ ადამიანის დაჭერა და ამ გზით რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი წაქეზებით და საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს თავისი პარტიის თავმჯდომარეს, ლიდერს.
„მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გენეტიკურ კოდში უდევთ ადამიანის დაჭერა და ამ გზით რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა. როცა ხელისუფლებაში არ არიან და პროკურატურა და სასამართლო დამონებული არ ჰყავთ, როგორც თავის დროზე ჰყავდათ, ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რომელსაც, სამწუხაროდ, ნიკა მელიაც უერთდება, იჭერენ ნიკა მელიას. ნიკა მელიას ციხეში მოსახვედრად ყველაფერს აკეთებენ და ყველა მათი გადწყვეტილება აქეთ მიდის. ალბათ, დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივია. მიხეილ სააკაშვილი წაქეზებით და საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს თავისი პარტიის თავმჯდომარეს, ლიდერს, სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს. ნიკა მელია გირაოს თუ გადაიხდის, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვლება“, – განაცხადა მდინარაძემ.