გიგი უგულავა: მოძალადე გინდა ფორმიანი იყოს და გინდა უფორმო – რა, დაგვავიწყდა, “მხედრიონი” რომ იყო? ახლა კონსტიტუცია ირღვევა
“მოძალადე გინდა ფორმიანი იყოს და გინდა უფორმო – რა, დაგვავიწყდა, “მხედრიონი” რომ იყო? ფორმალურად ეს არის კანონის დარღვევა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა კონსტიტუცია ირღვევა და სახელმწიფო გადის კონსტიტუციური წესრიგიდან.
„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტებმა გეგმების შესახებ გახარიასა და გომელაურს უნდა ჰკითხოთ. ჩიხში არიან ისინი – ჩვენ ვართ შენობაში, ისინი იქნებიან გარეთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რვა წელიწადია ჩვენ ვართ გარეთ და ისინი შიგნით. არა ვართ გამაგრებულები, ჩვენ ვართ ოფისში და გამაგრეება სჭირდება იმას, ვისაც ნერვები არა აქვს წესრიგში და ასეთი ხელისუფლებაში ბევრი ჰყავთ. მათ არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ აქ შემოსვლის, მით უმეტეს, ჩხრეკის, ჩვენ ვართ კონსტიტუციით აღჭურვილები და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოძალადეს არ შემოვუშვებთ და თქვენ შეუშვებდით თქვენს სახლში მოძალადეს? მოძალადე გინდა ფორმიანი იყოს და გინდა უფორმო – რა, დაგვავიწყდა, “მხედრიონი” რომ იყო? ფორმალურად ეს არის კანონის დარღვევა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა იმიტომ, რომ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია. ახლა კონსტიტუცია ირღვევა და როდესაც სახელმწიფო გადის კონსტიტუციური წესრიგიდან და სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს ემორჩილებიან – მის ხუშტურს და არა კანონს – მე, როგორც მოქალაქე, ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი თავი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი ღირსება“, – განაცხადა უგულავამ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.