გიგი უგულავა: ჯერჯერობით, ჩვენი გეგმა არის გუნდაობა, დაპატიმრებულ ნიკა მელიას ვერ იხილავთ, ვინც მოვა და დაიწყებს ძალადობას, პასუხსაც მიიღებს
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. პარტიის თავმჯდომარე კი დაკავების მოლოდინშია.
ადგილზე ასევე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა, რომელმაც ოფისში შესვლამდე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.
როგორც უგულავამ განაცხადა, ისინი ხელისუფლების ქმედებებს ელოდებიან.
„დაპატიმრებულ ნიკა მელიას ვერ იხილავთ, გეგმებზე არ მკითხოთ იმიტომ, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გეგმები ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს და, ასევე, ისინი ქუჩაში იქნებიან და ჩვენ – სითბოში.
ველოდებით, შენობაში ვართ. ჯერჯერობით, ჩვენი გეგმა არის გუნდაობა. დანარჩენი ჰკითხეთ გახარიას, თალაკვაძეს, კობახიძესა და გომელაურს.
ოფიში დეპუტატები ვართ, ჩვენ კანონს ვიცავთ. მათ შემოსვლის უფლებაც კი არ აქვთ. ვინც მოვა და დაიწყებს ძალადობას, პასუხსაც მიიღებს,“ – განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 4 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.