2020 წელს ლარი 14.3 %-ით გაუფასურდა, რეკორდსმენი ლირაა

“გალტ & თაგარტის” კვლევის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 14 .3 %-ით გაუფასურდა ამ მაჩვენებლიით ის რეგიონის ქვეყნების ვალუტებს შორის მე- 5 ადგილზეა.
გაუფასურების რეკორდი თურქულ ლირას ეკუთვნის – 23.4 %. -22.9 %-ით გაუფასურდა ბელორუსული რუბლი, -19.7 %-ით რუსული რუბლი. – 19 %-ით არის გაუდასურებული უკრაინული გრივნაც. ყაზახური ტენგე დოლართან მიმართებით -10 %-ით გაუფასურდა. სომხური დრამი -9 %-ით, ხოლო აზერბაიჯანული მანათი დოლართან მიმართებით 0.1 %-ით გამყარდა.
“გალტ & თაგარტ” -ის შეფასებით, 2021 წელს ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში ლარის კურსი 3.1-3.2 ნიშნულზე დაფიქსირდება – პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, 3.3-3.4 ნიშნულზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები