სოზარ სუბარი: ნიკა მელიას რა შემიძლია, ვუთხრა, ნუ ეშინია, სასამართლოზე მივიდეს და სასამართლო გადაწყვეტილება რაც იქნება, იმას დაემორჩილოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – სოზარ სუბარი ნიკა მელიას მოუწოდებს,  სასამართლო პროცესზე მივიდეს და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, მას დაემორჩილოს.

„როგორც მოვისმინე, 16:00 საათზეა სასამართლო პროცესი ჩანიშნული. კანონის მიმართ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, მგონი, ამაში ყველა ვთანხმდებით. ყველას მოვუწოდებ, რომ კანონს დაემორჩილოს. ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, რომ ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც, პირველ ყოვლისა, ნიკა მელიასთვის იქნება ძალიან მძიმე. ნიკა მელიას რა შემიძლია, ვუთხრა, ნუ ეშინია, სასამართლოზე მივიდეს და სასამართლო გადაწყვეტილება რაც იქნება, იმას დაემორჩილოს. ნიკა მელია და მისი ადვოკატები სასმართლოზე მივიდნენ. თუ მოსამართლე არ მოსწონთ, მათ შეუძლიათ, იქ, პროცესზე დააყენონ აცილების შუამდგომლობა. სასამართლოს თემებში ნამდვილად ვერ ჩავერევი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები