სანიკიძე მელიასთვის მანდატის შეჩერებაზე: კომფორტია, როცა კანონი სრულდება ქვეყანაში

“ქართული ოცნების” ახალი დეპუტატის, სპორტსმენ ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, დაიღალა ისიც და საზოგადოება იმის მოსმენით, თუ რას ამბობს და აპირებს ნიკა მელია.

სანიკიძე პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება დისკომფორტს არ უქმნის, რადგან ფიქრობს, რომ ქვეყანაში კანონი სრულდება.

“დისკომფორტს რატომ უნდა ქმნიდეს კანონის აღსრულება, ან ჩემთვის, ან თვენთვის, ან ვინმე სხვისთვის, არანაირი, პირიქით, კომფორტია როდესაც კანონი სრულდება ქვეყანაში. ნიკა მელია რას ამბობს, დავიღალეთ, დაიღალა საზოგადოება იმის მოსმენით ნიკა მელია რას აპირებს, არგადახდა და ვერ დამიჭერთ, დაიღალა, მეც მათ შორის”, – თქვა ვიქტორ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები