გია ვოლსკი: „ქართულ ოცნებას“ მელია ციხეში არ გაუშვია, პარლამენტმა პროკურატურას საშუალება მისცა, განიხილოს მისი საკითხი, დაარღვია თუ არა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების პირობები

„ქართულ ოცნებას“ ნიკა მელია ციხეში არ გაუშვია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტმა პროკურატურას საშუალება მისცა, განიხილოს ნიკა მელიას საკითხი, დაარღვია თუ არა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების პირობები.

„როგორ შეიძლება, პარლამენტმა სამართლებრივად გადაწყვიტოს მისი საკითხი.
არის ორი მოცემულობა, ერთი, თუ როგორ წარმოუდგენიათ სახელმწიფოს მართვის სისტემა „ფანჩატურში“ შეკრებილ ადამიანებს და მეორე, რეალურად, თუკი არ იზიარებ პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ნიშნავს იმას, რომ მიდიხარ იმ მიმართულებით, რასაც სახელმწიფოს დესტაბილიზაცია და დესტრუქცია ჰქვია.
რაც შეეხება აღნიშინული საკითხიდან გამოწვეულ დისკომფორტს, ვიტყვი, რომ მე დისკომფორტს მიქმნის ყველა ის გარემოება, რომელიც პარლამენტს გარეთ არის. მთელი მსოფლიო მოგვიწოდებს, პარლამენტში გავაგრძელოთ მუშაობა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. მათ პროკურატურას თანხმობა მისცეს, რომ ნიკა მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.
დადგენილება 88 ხმით მიიღეს, 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები