ნიკა მელია: ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე
“შეუძლებელია უკან დახევა და შეუძლებელია, უსამართლობას თავი დავუხარო, ეს უბრალოდ არ მოხდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება.
“შეუძლებელია აქ უკან დახევა და შეუძლებელია, უსამართლობას თავი დავუხარო, ეს უბრალოდ არ მოხდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, სანამ არ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანთან ერთად ეს მოხდება და მე ამ დღეს ვხედავ. ჩვენ არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების განადგურების საშუალებას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.