შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრას „ტვიტერზე” ეხმაურება

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ენ ლინდე საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე” წერს.

როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოს პრემიერმინისტრთან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა.

„გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან. აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების წესრიგის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლა ეუთო-ს პრინციპების დაცვისა და ვალდებულებების შესრულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით”, – აღნიშნავს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები