სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სეზონური დასაქმებისათვის საჭირო აპლიკაცია „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121-მა პირმა შეავსო,ხოლო რეგისტრაცია 53 274 მოქალაქემ გაიარა.
ხოლო რეგისტრაცია 53 274 მოქალაქემ გაიარა
გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები კი აპრილიდან დაიწყება. გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში რეგისტრაცია გუშინ, 15 თებერვალს დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/