გიორგი ბარამიძე: მზად ვართ, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სამართალდამცველებს ფიზიკურად აღვუდგეთ

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილი არიან არა მარტო პარტიის მხარდამჭერები, არამედ – სხვა პარტიების წევრები და უბრალოდ პატრიოტი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სამართალდამცველებს, რომლებიც ნიკა მელიას დასაკავებლად მივლენ, ფიზიკური აღუდგნენ.

ამის შესახებ მან “კურიერის” ეთერში განაცხადა.

“კარგად ვიცით, რაზე არის წამსვლელი და რისი მკადრებელია ეს რეჟიმი. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას. რაც შეეხება ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხს, ათასობით პატრიოტი ქართველი, არა მარტო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და მხარდამჭერი, არამედ სხვა პარტიებიდანაც, რიგითი მოქალაქეები, ყველა ის თავმოყვარე ადამიანი და პატრიოტი, რომელსაც ჰქონდა პროტესტის განცხადა “ქართული ოცნების” მიერ გავრილოვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, მზად არის, ფიზიკურად დადგეს და ფარად დაუდგეს წინ ნიკა მელიას და არ დააჭერინოს ამ პუტინისტურ რეჟიმს”, – თქვა პოლიტიკოსმა.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა წინააღმდეგობის გაწევა სამართალდამცველებისთვის? ბარამიძე ამბობს, რომ “დიახ, მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობა იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ლიდერი, ფარად ავეფარებით და ფიზიკურ წინააღმდეგობას გავუწევთ, ვინც მოვ აქ შტურმით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ასაღებად, სადაც იქნება ნიკა მელია, აქედან არსად არ წავა და დავიცავთ მას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები