სოზარ სუბარი – ელისაშვილს: დრო იხელთა, იფიქრა, წულუკიანი აქ არ არის და რასაც მინდა, იმას ვიტყვიო, ტყუილების ლაპარაკი ღირსეული საქციელი არ არის

დრო იხელთა, იფიქრა, წულუკიანი აქ არ არის და რასაც მინდა, იმას ვიტყვიო, ტყუილების ლაპარაკი ღირსეული საქციელი არ არის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი ,,მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, თეა წულუკიანი რვა წლის განმავლობაში ქართული მართლმსაჯულებას სადარაჯოზე ედგა.

„არ შემიძლია, რამდენიმე სიტყვით ბატონ ელისაშვილს არ ვუპასუხო. დრო იხელთა, იფიქრა, წულუკიანი აქ არ არის და რასაც მინდა, იმას ვიტყვიო. თეა წულუკიანი უკეთესად გასცემდა პასუხს, ვიდრე მე მოვახერხებ, მაგრამ არ არის ძალიან ღირსეული საქციელი ასეთი ქცევა. მეორეც ტყუილების ლაპარაკი ღირსეული საქციელი არ არის. თეა წულუკიანი ამ რვა წლის განმავლობაში მართლაც სადარაჯოზე ედგა ქართულ მართლმსაჯულებას. ამის ყველაზე კარგი დასტური იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ სტრასბურგიდან. ასევე, დასტურია ის საქმე, რომელიც ძალიან მალე დაიწყება ჰააგის სასამრთლოში და არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგიდან მიგვიღია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა: „ყველაზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება“.

ამ განცხადების შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს მიმართა: „ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები