სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების ქურუმი უნდა იყოს და არა – კონკრეტული პარტიის ადვოკატი
“სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების ქურუმი უნდა იყოს და არა – კონკრეტული პარტიის ადვოკატი”, – ასე შეაფასა პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადება ნიკა მელიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, როცა ადამიანი კანონს არღვევს, პარლამენტი ვალდებულია, შესაბამისად, ხელი შეუწყოს სამართლიანობის აღდგენაში.
„სახალხო დამცველი, ჩემი გაგებით და მე მგონი, ამაში არ ვცდები, ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის ქურუმი უნდა იყოს და არა – კონკრეტული პარტიის ადვოკატი. არაფერ შუაში არ არის ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის მანდატთან ის მოწოდება, რაც მან გააკეთა. როცა ადამიანი კანონს არღვევს, პარლამენტი ვალდებულია, შესაბამისად, ხელი შეუწყოს სამართლიანობის აღდგენაში.
სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანობა უნდა იყოს სახალხო დამცველის მანდატის მთავარი მახასიათებლები და არა – ადვოკატირება ცალკეული პირებისა თუ ცალკეული პარტიების“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით თანხმობა არ გასცეს.