ნიკა მელია – ელისაშვილს: ალეკო, რა შენი ხელფასიდან გირაოს გადამიხდი, აგიღებ და ჩემი ხელით გამოგიყვან მაგ პარლამენტიდან

“ჩემი ფეხით არ მომიყვანო, ალეკო, მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან”, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მზადაა, თავისი ხელფასი ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად გადაურიცხოს.

„ჩემი ფეხით არ მომიყვანო, ალეკო, მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?”, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ვინც მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, სუს-ის სურვილის შემსრულებელი და გავრილოვის მოკავშირე იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები