ნიკა მელია სასამართლოში მისვლას არ აპირებს – “გამორიცხულია! ამ საქმეს სამართალთან საერთო არაფერი აქვს”

“გამორიცხულია!”, – ასე პასუხობს ნიკა მელია დასმულ კითხვას, აპირებს თუ არა ის სასამართლოში მისვლას, თუ პარლამენტი მას დეპუტატის იმუნიტეტს შეუჩერებს და ამის საჭიროება დადგება.

მისივე თქმით, ამ საქმეს სამართალთან არანაირი საერთო არ აქვს.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დილიდან პარტიის ოფისში იმყოფება და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააპატიმრებენ.

დღეს პარლამენტმა, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერებას კენჭი უნდა უყაროს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები