“ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონსა და სახელმწიფოს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი Facebook-ში წერს.
მისი თქმით, მისი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.
„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონსა და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის. დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, „ბიძიკო“, – წერს თეა წულუკიანი.
დღეს პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.