“კარლ ჰარცელმა გამოხატა მზაობა, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს”
“კარლ ჰარცელმა გამოხატა მზაობა, ჩაერთოს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„პრიორიტეტული საკითხი კვლავ ვაქცინაციაა. ევროკავშირის ელჩი ყველა იმ საკითხით დაინტერესდა, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში მიმდინარეობს. კარლ ჰარცელმა გამოხატა მზაობა, რომ ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში. ევროკავშირის ელჩს ყველა დეტალთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ“, –განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რაც ვაქცინის დაუბრკოლებლად შემოტანასთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს ქმნის.