ნიკა მელია: გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ, ვერ დამიჭერენ და ამას ვნახავთ დღის ბოლომდე
“გირაოს, როგორც ვთქვი, არ გადავიხდი-მეთქი, არ გადავიხადე და რომ ვთქვი, ვერ დამიჭერენ-მეთქი, ვერ დამიჭერენ”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვერ დააკავებენ, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.
,,რაც უნდა გააკეთონ ამათმა, გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ. საქართველოს არცერთი მოქალაქის დაჭერა არ შეიძლება გავრილოვის გამო. მიაჭერენ ღილაკს, მაგრამ მერე ,,ქართული ოცნების” კლასი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, ტელეფონს აიღებენ, მურუსიძეს დაურეკავენ, რომ მელია არ დაიჭირო, რადგან თავზე ჩამოგენგრევა პოლიტიკური ხელისუფლებაო. შესაბამისად, გირაოსაც, როგორც ვთქვი, არ გადავიხდი-მეთქი, არ გადავიხადე და რომ ვთქვი, ვერ დამიჭერენ-მეთქი, ვერ დამიჭერენ და ამას ვნახავთ დღის ბოლომდე.
ჩემი დაკავება შეუძლებელია იმიტომ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, პარლამენტი დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მეორედ უყრის კენჭს.