თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, 5 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა

თურქეთში, ქალაქ კონიასთან სამგზავრო ავტობუსის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა.

ტელეკომპანია NTV-ის ინფორმაციით, ინციდენტი გამთენიისას მოხდა.

აღინიშნება, რომ მოყინული გზის გამო გზაზე ჯერ სატვირთო ჯებირს შეეჯახა და გადაბრუნდა. მძღოლისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, ახლოს მსუბუქი ავტომობილი გაჩერდა. ამ დროს ტერიტორიას ავტობუსი გადიოდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის გამოც ორივე ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა.

დაღუპულებს შორის არიან მსუბუქი ავტომობილის ორი და ავტობუსის სამი მგზავრი, ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა.

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში გუშინ დიდთოვლობა იყო, რომელმაც გზებზე მოძრაობის პარალიზება მოახდინა და რამდენიმეკილომეტრიანი საცობები შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები