„არ უნდა ებრძოლო შენს სარწმუნოებას, არც ენას და არ უნდა დააკნინო ის, როცა შენს მიწა-წყალზეა საუბარი, აქაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რაღაც, რაც რისკის ქვეშ დააყენებს შენს ტერიტორიებს, ენასა და სარწმუნოებას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ დადო ძალიან კარგი ფეისბუქ პოსტი, სადაც ახსნა, როგორ ებრძვიან მამულს, ენასა და სარწმუნოებას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მამულთან დაკავშირებით, ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდება ეს ყველაფერი და ამის არგუმენტებისთვის გარეჯის საქმეც კი საკმარისია.
„არსებობს კონკრეტული რუკები, რომელი ტერიტორია შეიძლება იყოს ის ტერიტორია, სადაც სხვა სახელმწიფომ პრეტენზია ვერ უნდა განაცხადოს, ანუ რომელი ტერიტორიაა ჩვენი მტკიცებულებებით და რომელზე ახმოვანებენ სხვაგვარ მესიჯებს. ენასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, ყველაზე მეტად რაც აკნინებს – დაუფარავი ბილწსიტყვაობა, როგორ ებრძვიან დაუფარავად ენას, სარწმუნოებას და ეკლესიას. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდება და ხშირ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროდ, ეს ხდება კონკრეტული სიუჟეტების სახით. ჩვენი ოპონენტები ამასაც არ ერიდებიან. აქედან გამომდინარე, უკვე ყველაფერი ნათელია. ეს არის მთავარი მორალური სტანდარტი, რომ არ უნდა ებრძოლო შენს სარწმუნოებას, არც შენ ენას და არ უნდა დააკნინო ის, როცა შენს მიწა-წყალზეა საუბარი, აქაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რაღაც, რაც რისკის ქვეშ დააყენებს შენს ტერიტორიებს, შენს ენასა და სარწმუნოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.