ვახტანგ მეგრელიშვილი: აგერ, თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ, ყველას შეგვეცოდება და საერთოდ ვეღარაფერს გავაკეთებთ, ვეღარავის დაველაპარაკებით

“შეხვედრა ძალიან მალე დავტოვეთ და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე არათუ პასუხი ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ჩხუბი ამ ქვეყანაში მთავარი “ივენთი” იყოს.

“შეხვედრა ძალიან მალე დავტოვეთ და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე არათუ პასუხი ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ.

ორი მხარე, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ჩხუბი ამ ქვეყანაში იყოს მთავარი “ივენთი”. აგერ, თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ, ყველას შეგვეცოდება და საერთოდ ვეღარაფერს გავაკეთებთ, ვეღარავის დაველაპარაკებით“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები