ნიკა მელია: “ქართულ ოცნებას” ჩემი დაჭერისა და ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვს

“თქვენ ფიქრობთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ბატონი კობახიძე, კალაძე, გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამაკავონ და დამიჭირონ საქმეზე, რომელზეც დაპატიმრების საფუძველი არ აქვთ?!”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

​მელიას თქმით, “ქართულ ოცნებაში” იმის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვთ, რომ შავზე თეთრი თქვან და ამაში საზოგადოება დაარწმუნონ.

“თქვენ ფიქრობთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ბატონი კობახიძე, კალაძე, გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამაკავონ და დამიჭირონ საქმეზე, რომელზეც საფუძველი არ აქვთ დაპატიმრების?! სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამისი თავი მათ არ აქვთ, არც ივანიშვილს, არც გავრილოვს, არც იმ ადამიანებს ვინც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. იმის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვთ, რომ შავზე თეთრი თქვან და ამაში საზოგადოება დაარწმუნონ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები