მიხეილ სააკაშვილი: ვინც ამ ე.წ. პარლამენტში შევა, ქართველი ხალხი ყველას სახეში შეაფურთხებს
“მივესალმები ნებისმიერ სისტემას, რომელიც ჩატარდება ელექტრონულად, სადაც არანაირი კომისიები, დამკვირვებლები აღარ დაგვჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების რეფორმის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. პარლამენტში ვერავინ შევა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ყველას სახეში შეაფურთხებს.
„ვერავინ პარლამენტში ვერ შევა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ყველას სახეში შეაფურთხებს, ვინც ამ ე.წ. პარლამენტში შევა. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის უზურპატორთა რაღაც ჯგუფი, რომელიც თავს უწოდებს პარლამენტს, ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ მიიღონ, საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. მივესალმები ნებისმიერ სისტემას, რომელიც ჩატარდება ელექტრონულად, სადაც არანაირი კომისიები, დამკვირვებლები აღარ დაგვჭირდება, უბრალოდ თითს დააჭერ. იქნება საერთაშორისოდ დაცული კომპიუტერული სისტემები და ჩვენ შევძლებთ ამ სისტემების მეშვეობით მთლიანად გამოვრიცხოთ გაყალბება. ეს არის ჩემი აზრი და იქ როგორ იქნება შიგნით გადანაწილება, ასეთი თუ ისეთი, ამას ქართველი ხალხი ჩამოყალიბდება ყველას ინტერესების გათვალისწინებით. მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობით უნდა იყოს, მაგრამ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს მსოფლიოში, უნდა გრძნობდეს, რომ ის მართავს საქართველოს და არა ერთი ჯგუფი, თუნდაც უფრო სიმპათიური პოლიტიკოსების. ოპოზიციამ უკვე შეძლო, რომ არ შევიდა პარლამენტში, ეს მიღწევა იყო, ნამდვილად. ამის არდაფასება არ შეიძლება. რიგგარეშე არჩევნებს ოპოზიციას აქამდე აცილებდა კოვიდის ძალიან დიდი მასშტაბი და სიცივე, შემდეგი კვირებიდან აცილებს რამდენიმე მძლავრი აქტიურობა რეგიონებში და ორი-სამი ძალიან მძლავრი აქტიურობა თბილისში. შემდეგ საქართველოში დაბრუნდება დემოკრატია და იქნება რიგგარეშე არჩევნები. ამაში დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა სააკაშვილმა.