მიხეილ სარჯველაძე: მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას ნიკანორ მელიას დაპატიმრება სურს, ტყუილია – ნებისმიერი სპეკულაცია ამ მიმართულებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული

“მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს ნიკანორ მელიას დაპატიმრება, არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სპეკულაციები ამ თემაზე უსაფუძვლოა, რადგან ამ დრომდე მხოლოდ ნიკა მელიაზე იყო დამოკიდებული, დააპატიმრებენ მას თუ არა.

„ის მცდელობები, რომელსაც ოპონენტების მხრიდან ვაწყდებით ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ფუჭია, საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ის, რასაც საუბრობენ ოპონენტები აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორი მსჯელობაა. ერთადერთი პირი, ვის ხელშიც იყო ამ დრომდე გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენება- არგამოყენებასთან დაკავშირებით იყო თავად ნიკანორ მელია. აქედან გამომდინარე, მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს დაპატიმრება ნიკანორ მელიასი ეს არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია, ასეთია რეალობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ამ მიმართულებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები