ელენე ხოშტარია: მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება”, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია

“მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება”, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია!”,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” კრიზისს აღრმავებს.

“დღეს ცალსახად ნიკა მელია და ოპოზიცია არის გამარჯვებული, მორალურად გამართული, პოლიტიკურად გამბედავი და იმედისათვის მებრძოლი. ,,ქართული ოცნება”, რომელიც აპირებს, რომ ინსტრუქციების შედეგად მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის კუთხეში მომწყვდეული, დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს. მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება”, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის,  ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის. “გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი. რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით”,- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები