ქუთაისში ყაჩაღობა მოხდა – “მეზობლის ბიჭი მისულა და დაინახა, რომ სახლის კარები ღია იყო”

ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ „რიონის” მიმდებარედ, ყაჩაღობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავეები საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და 73 წლის მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებულის მეუღლის განცხადებით, უცნობი პირები  მამაკაცს ფულს სთხოვდნენ, მაგრამ მხოლოდ თოფი წაიღეს. მის საწამებლად კი უთო გამოიყენეს.

„მეზობლის ბიჭი მისულა და დაინახა, რომ სახლის კარები ღია იყო. ოთახიდან კვნესა შემოესმა – დაბმული და დამწვარი დახვდა. ახლა დამწვრობის ცენტრში იმყოფება. როგორც მე ვიცი ფულს ითხოვდნენ, მაგრამ გარდა თოფისა, არაფერი არ არის წაღებული.

მთელი სახლი დამტვრეული და დანგრეული. მეზობლის ბიჭი რომ არ მისულიყო, შეიძლება 10 წუთში მომკვდარიყო,” – თქვა დაშავებული მამაკაცის მეუღლემ.

შსს-ის განცხადებით, საქმეზე გამოძიება საკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მამაკაცი სავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები