არჩილ თალაკვაძე: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, საბოტაჟის გეგმა ჩაუვარდათ და ახლა ცდილობენ, ილაპარაკონ, თითქოს, ირაკლი კობახიძეს აქვს ცუდი ურთიერთობა გახარიასთან
“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ახლა მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ილაპარაკონ, თითქოს, ირაკლი კობახიძეს აქვს ცუდი ურთიერთობა პრემიერ გახარიასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდში ლიდერებს ერთმანეთთან დაძაბული დამოკიდებულება აქვთ.
“დღეს მათი ერთადერთი სასაუბრო ხალხთან გახლავთ ის, რასაც ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ასე გამოხატავენ – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ვინაიდან ჩაუვარდათ თავისი დესტაბილიზაციის და საბოტაჟის გეგმა, ახლა მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ილაპარაკონ, თითქოს, ირაკლი კობახიძეს აქვს ცუდი ურთიერთობა პრემიერ გახარიასთან, პრემიერ გახარიას – შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვიღაცას აქვს დაძაბულობა სხვა თანაგუნდელთან,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.