არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი გახლდათ ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ისტორიულ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი

„ბიძინა ივანიშვილი გახლდათ ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ისტორიულ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ქველმოქმედებას, არჩილ თალაკვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა თავის ქვეყანას, საზოგადოებასა და მოქალაქეებს.

„ბიძინა ივანიშვილი გახლდათ ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ისტორიულ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი და ჩაუდგა პროცესს სათავეში, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ გადავსულიყავით რეალური თავისუფლებისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. მედია იყო ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ. საკუთრება ფეხქვეშ იყო გათელილი; ეხებოდნენ ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. პოლიტიკაში იყვნენ მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მართული პოლიტიკური ძალები და კონსტიტუცია იყო მორგებული კონკრეტული ერთი ადამიანის საჭიროებებზე. ამის შეცვლას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს პირველ რიგში. მან შეძლო ხელშესახები წარმატების უზრუნველყოფა თავის გუნდთან ერთად; შეძლო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორის რამდენიმე კონკურენტული არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს. შესაბამისად, მისი ღვაწლი საჯარო ცხოვრებასა და პოლიტიკაში ეს გახლავთ.

მას უპრეცედენტო პროექტები აქვს დაფინანსებული განათლების, გარემოს დაცვის, კულტურის სფეროში და, ალბათ, ეს ის საკითხია, რისთვისაც მას მადლობა საზოგადოებამ უნდა გადაუხადოს. პოლიტიკოსების მხრიდან ალბათ ამაზე ზედმეტი საუბარი არ იქნებოდა სწორი. მე შემიძლია გესაუბროთ, რა დემოკრატიული ცვლილებების სათავეში გახლდათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ის პოლიტიკაში იყო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები