მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა ბეტონის ჯებირს, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები