აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს

სამოქალაქო აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს, ისინი “ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებული ორი აქტივისტის ნიკა ნარსიასა და რუსკა მჭედლიძის გათავისუფლება მოითხოვეს.

ისინი, ასევე  ქობულეთში, 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

შს სამინისტროს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები