„ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსის ძირეულ ცვლილებას

პოლიტიკური პარტია „ევროპელის სოციალისტების“ საპარლამენტო დეპუტატებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტში გამართულ ონლაინ შეხვედრაში, რომელიც ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა მოაწილეობით გაიმართა. ამის შესახებ „კვირას“„ევროპელი სოციალისტებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ევროპელმა სოციალისტებმა“ შეხვედრაზე წარადგინეს წინადადებები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარტია მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსის ძირეულ ცვლილებას.

„შეხვედრაზე „ევროპელმა სოციალისტებმა“ წამოაყენეს წინადადება, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რათა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში, რაც შეხვედრაზე კონსტრუქციულად იქნა აღქმული“ , – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პარტია მზად არის, ითანამშრომლოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სამუშაო ფორმატში სამომავლოდაც წარმოადგინოს არგუმენტირებული წინადადებები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები