სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის გაგრძელებას, დღეს, შსს-ს შენობასთან გეგმავენ
სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის გაგრძელებას, დღეს, შინაგან სსაქმეთა სამინისტროს შენობასთან გეგმავენ, სადაც შს მინისტრის გადადგომასაც მოითხოვენ.
“პოლიცია დღეს გადაიქცა მოძალადე ჯგუფად, რომელიც ახშობს ჩვენს ქვეყანაში საპროტესტო განწყობებს. ივანიშვილი და მისი დამქაშები აუცილებლად დამარცხდებიან”, – აცხადებენ აქტივისტები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21:00 საათიდან სამოქალაქო აქტივისტებმა ჯერ “ქართული ოცნების” ოფისთან და შედეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დაუმორჩილებლობის ნიშნად მსვლელობა დაგეგმეს, რასაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.