“ქართული ოცნების” ოფისთან სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივიდა
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 2 პირი, რომლებიც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლისას შეუძლოდ გახდა დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, მოგვიანებით ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გეგმავენ მისვლას. აქტივისტები მოითხოვენ, რომ გათავისუფლდეს ორი აქტივისტი ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე, რომლებიც ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ოფისთან დააკავეს.