„ქართული ოცნების“ ოფისთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია 2 პირი

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც   პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.

მათი ინფორმაციით, დაკავებულია ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე.

ამასთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს 2 პირი შეუძლოდ გახდა.

“ოცნების” ოფისთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დღეს ღამით “კომენდანტის საათი” დაარღვიეს, ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით: “სისტემა კლავს!”, “ჩვენ არ ვართ კრიმინალები! შეჩერდი ბიძინა!”.

მდუმარე აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით წარწერაც გააკეთეს.

“მკაცრად მოვითხოვთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებას”, – აცხადებენ აქტივისტები.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21:00 საათიდან სამოქალაქო აქტივისტებმა ჯერ “ქართული ოცნების” ოფისთან და შედეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დაუმორჩილებლობის ნიშნად მსვლელობა დაგეგმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები