სამოქალაქო აქტივისტები „დაუმორჩილებლობის მსვლელობას“ მართავენ
სამოქალაქო აქტივისტები დღეს ე.წ. “კომენდანტის საათის” დარღვევას აპირებენ.
ისინი 21:00 საათიდან ჯერ “ქართული ოცნების” ოფისთან და შედეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დაუმორჩილებლობის ნიშნად მსვლელობას გეგმავენ.
როგორც ისინი აბობენ, ამ ფორმით ქობულეთში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ქმედითუუნაროა.
მათივე თქმით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ასევე ხელისუფლების მიერ მიღებული არაგონივრული გადაწყვეტილებაა.
“სისტემა მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როდესაც მსხვერპლი კვდება. ჩვენ დღეს ვაპირებთ გავაპროტესტოთ ხელისუფლების უმოქმედობა, შსს-ის დანაშაული და მოვითხოვოთ შს მინისტრის გადადგომა, რომელიც ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზეა პასუხისმგებელი.
მაშინ, როდესაც ყველა ღონეს უნდა ხმარობდნენ კანონის აღსრულებისთვის, ეს ადამიანები სამოქალაქო აქტივისტებს დაგვდევენ, გვაჯარიმებენ, გვაკავებენ და ა. შ. სისტემას შერჩევითი მიდგომები აქვს. რეალურ დანაშაულებზე ისინი უძლურები არიან, ხოლო როდესაც საქმე პოლიტიკურ ოპონენტებს, ისინი გააფთრებულად ცდილობენ კანონის აღსრულებას. ჩვენ “კომენდანტის საათს” უკვე მეოთხედ ვარღვევთ.
არ არის პრობლემა, აღძრან სისხლის სამართლის საქმე, თუ ქვეყანაში ბავშვი თავს იკლავს იმიტომ, რომ კანონი არ აღსრულდა, ესეც სახელმწიფოში ცხოვრებას ჩემთვის არავითარი აზრი არ აქვს, თუ ეს არ შეიცვალა და სისტემა არ დავანგრიეთ. დღეს იქნება დაუმორჩილებლობის აქტი მიმართული იმისკენ, რომ სისტემას ვუთხრათ, ის აუცილებლად დაინგრევა! მოგონილი წესები, რომელიც მან ჩვენს შესაჩერებლად მოიგონა, არ გვაინტერესებს”,- განაცხადა მოძრაობა “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, გიორგი მუმლაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან არიან შეკრებილები.